ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 15 აპრილი 2025, 22:37
კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა იმის შესახებ, რაც მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.

ფიცო ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ 9 მაისის აღლუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ“.

როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, „კალასისგან გაფრთხილება და მუქარა უპატივცემულობაა“. მისივე თქმით, სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრია და არავის შეუძლია, უკარნახოს, სად შეუძლია წასვლა და სად არა.

„გაფრთხილება და მუქარა ქალბატონი კალასისგან უპატივცემულობაა და მე ვეწინააღმდეგები ამას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აფრთხილებს ევროკავშირის ლიდერებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში, მაისში, გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში. მე წავალ მოსკოვში 9 მაისს. არ ვიცი, არის თუ არა კალასის გაფრთხილება შანტაჟის ფორმა ან სიგნალი, რომ დავისჯები მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ? მაგრამ ვიცი, რომ ახლა 2025 წელია და არა 1939. ქალბატონი კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა იმის შესახებ, რაც მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით, როგორ არ დაეთმო სათანადო ყურადღება სლოვაკეთში სისხლის სამართლის ოპოზიციის წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების საკითხს.

ქალბატონო კალას, მინდა გაცნობოთ, მე ვარ სლოვაკეთის, სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი. არავის შეუძლია, მიკარნახოს, სად შემიძლია ან არ შემიძლია მოგზაურობა. მე წავალ მოსკოვში და პატივს მივაგებ წითელი არმიის ათასობით ჯარისკაცს, რომლებიც დაიღუპნენ სლოვაკეთის განთავისუფლებისას, ისევე, როგორც ნაცისტური ტერორის სხვა მილიონობით მსხვერპლს. მინდა შეგახსენოთ, მე ვარ ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ევროკავშირში, ვინც თანმიმდევრულად საუბრობს უკრაინაში მშვიდობის საჭიროებაზე და არ უჭერს მხარს ამ უაზრო ომის გაგრძელებას. ქალბატონი კალასის სიტყვები უპატივცემულობაა და მე მკაცრად ვეწინააღმდეგები“, – წერს ფიცო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
არქივი