ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარია ერთიანად მოქმედებენ. აქციებსაც ერთად აორგანიზებენ და რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 14 აპრილი 2025, 18:23

შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი ერთიან ძალას და რატომ ჰყავთ ერთი დამკვეთი, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკის“ წამყვანის კითხვას - მიუხედავად გიორგი გახარიას ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებებისა, რომ არ დატოვოს საპარლამენტო მანდატები და მივიდეს საგამოძიებო კომისიაზე, ის თქვენთვის მაინც რჩება კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრად?

„რანაირად არ უნდა დარჩეს, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიცია შექმნილი. ბოლო ოთხ წელსაც თუ გადავხედავთ, რაც ბატონი გახარია პოლიტიკაში შემობრუნდა, ისინი აბსოლუტურად ერთიანად მოქმედებენ; აქციებსაც ერთად აორგანიზებენ, რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ. მინდა გავახსენო ჩვენს მაყურებელს, 2024 წლის დეკემბერში, ბატონი გახარიას და ბატონი სააკაშვილის სინქრონში ნათქვამი, როდესაც მან პირდაპირ დააანონსა ის, რასაც დანარჩენი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის პარტიები აანონსებდნენ, რომ პირველი ფაზა უნდა ყოფილიყო რევოლუციური სცენარი და თუ 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე ვერ მოასწრებდნენ ამას, შემდეგი ფაზა უნდა ყოფილიყო უკვე ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია. ამას წინ უძღოდა ნოემბრის შუა რიცხვებში გაგზავნილი წერილი ბრიუსელში, სადაც ოთხივე რადიკალურ პარტიას ერთად აქვს ხელი მოწერილი საქართველოს დასანქცირებაზე, სადაც პირდაპირ ეხვეწებიან ბრიუსელს, რომ ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ საქართველოსთან და მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი ერთიან ძალას და რატომ ჰყავთ ერთი დამკვეთი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეთრი სახლის პრესსპიკერი - უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს
საბერიოში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მამა ლაშა ბერულავას სიცრუეში ამხელს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩარიცხონ თანხა ბერულავას ანგარიშზე
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, ბაჩიაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ
დონალდ ტრამპი - ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს
გივი მიქანაძე ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, თუ როგორ ხდებოდა უცხოური დაფინანსების გამოყენება საქართველოში დესტაბილიზაციისთვის
არქივი