თეა წულუკიანი - მაშინ აქაურობის პატრონი იყო პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, როცა დავურეკე და ვკითხე, გავრილოვი როგორ მოხვდა დარბაზში, მითხრა, აბა, მე რა ვიციო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 14 აპრილი 2025, 16:38

მაშინ აქაურობის პატრონი იყო პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, როცა დავურეკე და ვკითხე, გავრილოვი როგორ მოხვდა დარბაზში, მითხრა, აბა, მე რა ვიციო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას უსმენენ.

წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არც მასპინძელი იყო და არც ადგილზე იმყოფებოდა, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა.

„ზაქარია ქუცნაშვილი იყო 20 ივნისის ღონისძიების მასპინძელი და მან, თქვენგან განსხვავებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და არავის აღარ უნახავს პოლიტიკურ ველზე. ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, არა თვალის დათხრაზე, არამედ გავრილოვის შენობაში მოსვლასა და მის მოწვევაზე. მაშინ აქაურობის პატრონი იყო თამარ ჩუგოშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი. მე მას დავურეკე და ვკითხე, როგორ მოხვდა გავრილოვი დარბაზში-მეთქი, ქალბატონმა ჩუგოშვილმა მითხრა, აბა, მე რა ვიცი, როგორ აღმოჩნდა დარბაზშიო. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არც მასპინძელი იყო, არც ადგილზე იმყოფებოდა, ირაკლი კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. ერთადერთი, ვინც არ გადადგა, იყავით თქვენ და დღეს გვიკიჟინებთ, რომ მე ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობაო“, – განაცხადა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: საფრანგეთის ელჩი ჩვენთან იმპერატორივით ზის. ბრძანებებს გასცემს იმის თაობაზე, თუ ვინ იყაროს არჩევნებში კენჭი, მხარს უჭერს LGBT იდეოლოგიის მომხრე კანდიდატს. მე მზად ვარ ეს მარიონეტები დავამარცხო
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში
ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა
ნინო წილოსანი - როცა ადამიანის უფლებების დამრღვევებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანია ზურაბ ადეიშვილის თავშესაფრის ქვეყანა გახდა
არქივი