შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 14 აპრილი 2025, 09:59

სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას როდესაც ვითხოვდით, ვიცოდით, რისთვის გვჭირდებოდა, რა გვქონდა დასაცავი, საბრძოლი, რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის შინაარსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ქართული ენის დღეს!

თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დასაცავად ერთბაშად იხუვლა ახალგაზრდობამ და ინტელიგენციამ. სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების მიზნით გამართული დემონსტრაცია, სინამდვილეში, ქართული იდენტობის დაცვისა და მისთვის თავდადების გმირულ აქტს წარმოადგენდა.

ენა, მამული, სარწმუნოება! თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ილიასეული ფორმულა საბჭოთა პერიოდშიც კი ინახავდა ქართული ეროვნულობის მუხტს.

14 აპრილი იყო ნამდვილი
წინამორბედი ათწლეულის შემდეგ აზვირთებული ეროვნული მოძრაობისა. როდესაც სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ვითხოვდით, ჩვენ ვიცოდით, რისთვის გვჭირდებოდა იგი, რა გვქონდა დასაცავი, საბრძოლი, რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის შინაარსი.

ქართული ენა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსა და ქართული ცნობიერების მტკიცე და შეუცვლელ დუღაბს. ეს არის რაც გვაერთიანებს, რაც გვინახავს წარსულს და რომლის გარეშეც ვერ გვექნება მომავალი.

სამწუხაროა, დღევანდელ დღეს, თუნდაც ადამიანთა მცირეოდენი ჯგუფის ხილვა, რომლებიც ხელოვნურად თავსმოხვეული გლობალისტური იდეოლოგიის გავლენით სამშობლოს ინტერესს უცხოურ გავლენაზე ცვლიან, ქართულ ენას მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ და სარწმუნოებას აბიაბრუებენ.

უფროსმა თაობებმა საბჭოთა, ათეისტურ, უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად და ვერაგულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა.

ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს უარესი ჟამიც გამოუვლია, ჭკუა, ხერხი და ღონე უხმარია, საკუთარი არ დაუკარგავს და სხვისი არ სდომებია. რადგანაც ჩვენი მიზნები და მისია მარადიულია, ათასწლეულებს წვდება და უსასრულობისკენაა მიმართული“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი