მეუფე იაკობი: მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას. ნუ გავხდებით ქვეყნის გამყიდველები, რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ, ჩვენ მოვერევით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 13 აპრილი 2025, 13:31

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ქადაგების დროს ისაუბრა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ვითარებაზე, ასევე სანქციებთან დაკავშირებით. თქვა, რომ არიან წინა ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ. მეუფემ აქცენტი გააკეთა მშვიდობის მნიშვნელობაზეც.

„ნუ გავხდებით ჩვენი ქვეყნის გამყიდველები. დღეს ვინც უცხოეთის პარლამენტებში დადის, ქვეყნის მთავრობებთან დადის და თავის ქვეყანაზე ცუდს ლაპარაკობს, ამას შედეგი რა მოაქვს? - სანქციები, სანქციები და სანქციები. მერე ვის ხვდება ეს სანქციები? - თქვენს შვილებს და [ქვეყანა] აღარ ვითარება. ესე იგი სიკეთისთვის კეთდება ეს, თუ ბოროტებისთვის? საბოლოო ჯამში ამას შედეგად ბოროტება აქვს. ნუ ვიქნებით 30 ვერცხლის მოყვარულები. ქვეყნის ყოფილი პირველი პირები დარბიან და ქალის ფორმაც დაკარგეს და ყველაფერიც. ვიღაც ხალხი კი არა, დღესაც ერი ვართ ქართველი ერი, რომელიც მყარად დავდექით და სწორედ ამის გამოა, რომ რაც არ უნდა დაგვეჯახონ, ვერ დაგვამარცხებენ. ჩვენ ვვითარდებით და რაოდენ უფრო განვვითარდებით, თუ მშვიდობა იყო და ერთმანეთში თუ დაპირისპირება არ გვქონდა. მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას. რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ, ჩვენ მოვერევით იმათაც და ამათაც“, - განაცხადა მეუფემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
დონალდ ტრამპი - მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კი ქვეყანასაც ვმართავ და მსოფლიოსაც
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო ცხოვრება მიდის, კანონების მიღება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, მავნებლობით არავინ გვიშლის ხელს
მამუკა მდინარაძე: ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს. გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს
არქივი