ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 11 აპრილი 2025, 14:09

ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, რეგიონებში გახიზნულ ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“, სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო? ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი, არაჟნით ჩაჯმული მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას ,,გაეყაროთ“ და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ“ - წერს ზაზა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში ვინ რისი მაქნისი, რისი გამკეთებელი იყო ანდა სინამდვილეში რა ედო გულში ყველაფერი კარგად გამოჩნდა და უტიფრობამ, უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა.


„..ამ ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში, შინ თუ გარეთ, ჭირში თუ ლხინში, სცენაზე, პოლიტიკაში, თუ ქსოვაში ვინ რისი მაქნისი, რისი გამკეთებელი იყო ანდა სინამდვილეში რა ედო გულში ყველაფერი კარგად გამოჩნდა.. ეხლაც მშვენივრად ჩანს.. ოღონდ ეგ არის რო უტიფრობამ და უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა.. ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, რეგიონებში გახიზნულ ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“, სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ-რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო? ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი, არაჟნით ჩაჯმული მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას ,,გაეყაროთ“ და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ“, - წერს ზაზა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი