გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 11 აპრილი 2025, 14:04

9 აპრილის გმირებისთვის პატივისცემაში და დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობაზე დასავლური საელჩოები ერთსულოვანნი იყვნენ, ხოლო სექტის მიერ მემორიალის მიტაცებაზე რეაქციები სამარცხვინოდ არ ჩანს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დასავლური საელჩოების ერთსულოვნება 9 აპრილის გმირების პატივისცემაში მნიშვნელოვანია, თუმცა ნაციონალური კონგლომერატის ქმედებები სამარცხვინოა.

„9 აპრილის გმირებისთვის პატივისცემაში და დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობაზე დასავლური საელჩოები ერთსულოვანნი იყვნენ, ხოლო სექტის მიერ მემორიალის მიტაცებაზე რეაქციები სამარცხვინოდ არ ჩანს.
საზოგადოებისგან განთესილების წაქეზება კარგს ვერაფერს მოუტანს მათ სპონსორებს ქართველთა თვალში. ევროკრატიის მსახურნი უსახურ ილუზიაში არიან, როცა ნაცკონგლომერატის ექსტრემისტების აქტივობები "დემოკრატიის" გამოვლინებად მიაჩნიათ. ოქსიმორონია იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე "ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია,“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი