გია აბაშიძე: ნაცმოძრაობამ სერჟანტ როინ შავაძეს მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყო - ეს პარტია საჯარო სივრციდან უნდა გაქრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 10 აპრილი 2025, 13:03

ექსპერტი გია აბაშიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომას გამოეხმაურა, სადაც სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ ტრაგიკული ამბის დეტალები საჯაროდ კიდევ ერთხელ გაიხსენა.

მისი თქმით, გარდა რუსეთის თანაოკუპანტობისა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება თავადაც ახორციელებდა ეგზეკუციებს და მძიმე დანაშაულებს საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ.

„მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყვეს რეჟიმის ერთ-ერთ მსხვერპლს, სერჟანტ როინ შავაძესაც, რომლის სულისშემძვრელი ისტორია კვლავ მოვისმინეთ მისი ქვრივისგან პარლამენტში; არცერთი რანგის ნაცჯალათი აცდება ჩადენილს.

რუსეთის თანაოკუპანტობასთან ერთად, სააკაშვილის „ნაცისტურმა“ მმართველობამ თავადაც განახორციელა ეგზეკუცია ჩვენს თანამემამულეებზე; ვაგლახ, რომ კრიმინალებს ნაცრეჟიმის ეპოქის „გულაგები“ არ ელოდებათ.

ნებისმიერმა თაობამ, ახლაც და მომავალში მკაფიოდ უნდა იცოდეს 9 წლიან ნაცტერორზე და უტიფარი, უბინძურესი პარტიად წოდებული ენმ გასაქრობია საჯარო სივრციდან“, - წერს აბაშიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი