ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 09 აპრილი 2025, 01:49
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი ოლექსი ბორუტა ანგარიშით 6:2 დაამარცხა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

აკაკი ქემერტელიძემ მეოთხედფინალში თურქი ჰაიდარ იავუზი დაამარცხა, ნახევარფინალი კი სომეხ არმან ანდრეასიანთან დათმო.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი