სოზარ სუბარი: უამრავი საგაზეთო სტატია თუ სატელევიზიო სიუჟეტი არსებობს, სადაც ადამიანები ჰყვებიან, რომ მათი ქონების ყაჩაღური გზით წართმევაში მონაწილეობდნენ ხაზარაძე/ჯაფარიძე. ამიტომ აარიდეს მათ თავი კომისიაზე გამოცხადებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 04 აპრილი 2025, 22:33

დეპუტატმა აღნიშნა, რომ არსებობს უამრავი ფაქტი, რომ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და მათ მიერ დაარსებული ბანკი ადამიანებისათვის ქონების ყაჩაღური გზით წართმევაში მონაწილეობდნენ.

სოზარ სუბარის თქმით, ლელოს ლიდერები მიხვდნენ, რომ სასჯელისგან თავის არიდების მიზნოთ პოლიტიკისთვის თავის შეფარება ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან კითხვებზე პასუხების გაცემა საჯაროდ მათ არ შეუძლიათ, ამიტომ აარიდეს თავი საგამოძიებო კომისიას.

„დღემდე ყველამ იცოდა და უამრავი საგაზეთო სტატია თუ სატელევიზიო სიუჟეტი არსებობს, სადაც ადამიანები ჰყვებიან, რომ მათი ქონების ყაჩაღური გზით წართმევაში მონაწილეობდნენ ხაზარაძე, ჯაფარიძე და მათ მიერ დაარსებული ბანკი. როდესაც მათ [ხაზარაძეს და ჯაფარიძეს] საჯაროდ მოუხდათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, შეეშინდათ. მიხვდნენ, რომ თუ თავის დროზე სცადეს პოლიტიკისთვის თავის შეფარება სასჯელის ასარიდებლად (რასაც ვერ მიაღწიეს), დღეს პოლიტიკისთვის თავშეფარება კიდევ უარესია, რადგან საჯაროდ კითხვებზე პასუხების გაცემა მათ არ შეუძლიათ (კიდევ უფრო გამტყუნდებიან საზოგადოების თვალში). ამიტომ აარიდეს მათ თავი კომისიაზე გამოცხადებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან დავითაშვილი: აშშ-მა შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა. განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები გამოიყო, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი 10%-იანი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია
ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები სრულად თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ხედვასთან, რაც თანამშრომლობის კარგ საფუძველს ქმნის
დონალდ ტრამპმა ევროკავშირი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ისთვის ზიანის მიყენების მიზნით შეიქმნა
დონალდ ტრამპი - არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ
ლევან დავითაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: გარკვეული ცვლილები ყოველთვის არის იმისთვის, რომ პროცესი უკეთესად გაგრძელდეს
არქივი