
პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მადლობას ვუხდი ნდობისთვის, მექნება შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს და აჭარას, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
„ეს არის პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობას ჩემთვის ამძაფრებს ის გარემოება, რომ მე ვარ ამ კუთხის შვილი. დავიბადე, გავიზარდე აჭარაში. ჩემს მეხსიერებაში ყველაზე კარგი დრო რომ მახსენდება, სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ საჯარო სამსახურში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დასახელდა. სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |