ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის და ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 04 აპრილი 2025, 20:52

მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს და აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში აჭარაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები და ამ საქმეს ღირსეული გაგრძელება სჭირდება.

„თორნიკე რიჟვაძე 7 წლის განმავლობაში ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე.

რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება. ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს მისი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ბევრი გამოწვევაა ჩვენს წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს სულხან თამაზაშვილი თავს საუკეთესოდ გაართმევს“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ დღეს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობიდან
ჯინ შაჰინი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ეს კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს
ირაკლი პეტრიაშვილი - მაღაროელებს კომპანიისთვის გაეკეთებინათ აქციები, წაეყენებინათ პრეტენზიები, ბანკებთან დაკავშირებით პროცენტები ვისაც ჰქონდა, უმეტესობას მოვუგვარეთ, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ
ირაკლი კობახიძე - ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია, თუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, გვინდა, სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
არქივი