მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 04 აპრილი 2025, 20:01

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოსვე პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მივიღე.

ბატონი სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ახლო წარსულში, ის შს სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღირსების ორდენით დავაჯილდოვე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი სულხან თამაზაშვილი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი“, - განაცხადა პრეზიდენტმა წარდგენისას.

წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ დღეს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობიდან
ჯინ შაჰინი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ეს კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს
ირაკლი პეტრიაშვილი - მაღაროელებს კომპანიისთვის გაეკეთებინათ აქციები, წაეყენებინათ პრეტენზიები, ბანკებთან დაკავშირებით პროცენტები ვისაც ჰქონდა, უმეტესობას მოვუგვარეთ, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ
ირაკლი კობახიძე - ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია, თუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, გვინდა, სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
არქივი