ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 04 აპრილი 2025, 19:12

ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. მან საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისთვის უცნობია, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

„ბრალი წამიყენეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას ეხება. შემდეგი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის, არ ვიცი, დაველოდოთ. ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, აბსოლუტურად პრივატიზებულია პროკურატურაც, სასამართლოც და აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები, როგორც კი „ქართული ოცნება“ დემოკრატიული გზით ჩამოშორდება ხელისუფლება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობიდან
ჯინ შაჰინი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ეს კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს
ირაკლი პეტრიაშვილი - მაღაროელებს კომპანიისთვის გაეკეთებინათ აქციები, წაეყენებინათ პრეტენზიები, ბანკებთან დაკავშირებით პროცენტები ვისაც ჰქონდა, უმეტესობას მოვუგვარეთ, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ
ირაკლი კობახიძე - ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია, თუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, გვინდა, სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
არქივი