სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს - აფლატოქსინ M1-ის რაოდენობა კრიტიკული არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 04 აპრილი 2025, 18:20

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან აფლატოქსინ M1-ის რაოდენობა კრიტიკული არ არის, რაც დაადასტურეს ჩვენმა წამყვანმა მედიკოსებმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

„ჩვენ, 2016 წლამდე გვქონდა ძველი კანონმდებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით ასოცირების წევრი და DCFTA-ის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0, 05, 0,5-ის მაგივრად. ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში.

თუმცა, თან მაქვს კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტი, რომელიც არის მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინსტიტუტი, სადაც მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები, აქ არის ზღვრულად დასაშვები, დღეს მოქმედი სტანდარტი მთელ მსოფლიოში 0,5, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს ზღვარი კიდევ უფრო დასწიონ, როგორც ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის ქვეყნებში ეს ზღვარი უფრო დაბალია. თუმცა, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ჩინეთი, იქ 0,5-ია, რაც ჩვენ გვქონდა 2016 წლამდე“, - აღნიშნა ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობიდან
ჯინ შაჰინი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ეს კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს
ირაკლი პეტრიაშვილი - მაღაროელებს კომპანიისთვის გაეკეთებინათ აქციები, წაეყენებინათ პრეტენზიები, ბანკებთან დაკავშირებით პროცენტები ვისაც ჰქონდა, უმეტესობას მოვუგვარეთ, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ
ირაკლი კობახიძე - ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია, თუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, გვინდა, სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
არქივი