პრემიერი: კონკრეტული მოსამართლეები, რომელთაც გამოჰქონდათ უცნაური გადაწყვეტილებები, სარგებლობდნენ კონკრეტული პრივილეგიებით - ამას უნდა დავუპირისპირდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 04 აპრილი 2025, 16:44

სელექციური პრივილეგიების პრაქტიკა გამოიყენებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობისთვის, ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რატომღაც, სწორედ, ამ პრივილეგირებული მოსამართლეების ნაწილს გამოჰქონდა უცნაური გადაწყვეტილებები.

„სელექციური პრივილეგიები - იცით, როგორი პრაქტიკა იყო დანერგილი, 20-25 ერთი და იგივე მოსამართლე სარგებლობდა კონკრეტული პრივილეგიებით. რატომღაც მაინცდამაინც ამ მოსამართლეებს, ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილს გამოჰქონდა უცნაური გადაწყვეტილებები, ეს პრაქტიკაც არის კატეგორიულად მიუღებელი. აქაც აშკარად ჩანდა, რომ კონკრეტული პრაქტიკა გამოიყენებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობისთვის. ბუნებრივია, ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებებს ავრცელებენ
შალვა პაპუაშვილი: სანქციები ვინ დაგვიწესა პირველად? - რუსეთმა! ემბარგოები? ვიზები ვინ შეაჩერა პირველად საქართველოსთან? - რუსეთმა. დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ პირველად? - რუსეთიდან. ერთი-ერთში ასე აკეთებენ
შალვა პაპუაშვილი: ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ჩამოაცილეს საპრეზიდენტო რბოლას. მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა და ამ ქვეყნის ელჩი ფიქრობს, რომ მან ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია?!
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩი მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს რომ უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, შემდეგ შეშფოთება არის ფარსი
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი
არქივი