ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა“, მას, როგორც ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 04 აპრილი 2025, 16:15

სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის გაკრიტიკებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითს“ დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ქართული პოლიტიკიდან ჩამოწერა და ის, რაც 31 მარტს საზოგადოებამ იხილა, იყო, სწორედ, ამის გამოხატულება.

„მე მქონდა ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღით ადრე, შეგიძლიათ ნახოთ, მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს, იყო, რეალურად, ამის გამოხატულება. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებებს ავრცელებენ
შალვა პაპუაშვილი: სანქციები ვინ დაგვიწესა პირველად? - რუსეთმა! ემბარგოები? ვიზები ვინ შეაჩერა პირველად საქართველოსთან? - რუსეთმა. დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ პირველად? - რუსეთიდან. ერთი-ერთში ასე აკეთებენ
შალვა პაპუაშვილი: ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ჩამოაცილეს საპრეზიდენტო რბოლას. მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა და ამ ქვეყნის ელჩი ფიქრობს, რომ მან ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია?!
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩი მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს რომ უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, შემდეგ შეშფოთება არის ფარსი
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი
არქივი