ნინო წილოსანი სანქციებზე: ნამდვილად სამარცხვინო არის ის, რაც ხდება. წარმოუდგენელია გააშავო ადამიანები, დააბრალო, დაასანქცირო, რეპუტაციულად დააზიანო და არ დაუტოვო მათ თავის მართლების შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 03 აპრილი 2025, 19:54

ვიტყოდი, რომ ნამდვილად სამარცხვინო არის ის, რაც ხდება. მსუბუქად ვერ შევაფასებ ამ ფაქტს იმიტომ, რომ წარმოუდგენელია გააშავო ადამიანები, დააბრალო, დაასანქცირო, რეპუტაციულად დააზიანო და არ დაუტოვო მათ თავის მართლების შესაძლებლობა, - განაცხადა გადაცემა დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხის კომენტირებისას.

„არანაირი ცივილიზაციის არცერთ ეტაპზე მგონი არ ხდებოდა ასეთი თვითნებობა და ასეთი უსამართლობა, რაც ახლა ხდება იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ყველა პერიოდში ადამიანებს ფორმალურად მაინც ეძლეოდათ საშუალება, რომ თავი ემართლებინათ. ამ შემთხვევაში, ასანქცირებენ პირობითად მოსამართლეებს და დასანქცირების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ არის საფუძვლიანი ეჭვი და ეს ეჭვი დაკავშირებული არის აქედან წასულ „ენჯეო-რეპორტებზე“ და სხვადასხვა აგენტების მიერ დასმენებზე, როდესაც არ დასტურდება არანაირი კონკრეტული ფაქტებით. ფაქტთან მიახლოებული არგუმენტებიც კი არ გააჩნიათ და ამის პარალელურად ადამიანებს აშავებენ და, ფაქტობრივად, უნდათ, რომ სოციალურად გაანადგურონ.

როდესაც ასეთ მასშტაბურ კამპანიას აწარმოებ პირის მიმართ, რა თქმა უნდა, განზრახვა ძალიან მძიმე და სერიოზულია. ამის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ დასანქცირების დოკუმენტში, კონკრეტულად მოსამართლეების დასანქცირებაზე ვსაუბრობ ახლა, მეტ-ნაკლებად ფრთხილად არის ნახსენები, რომ არის საფუძვლიანი ეჭვი, სამწუხაროდ და სავალალოდ, ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში უკვე პირდაპირ, მტკიცებით ფორმატში ვკითხულობთ. უცნაური და გასაკვირი არის რის საფუძველზე აქვთ ამხელა თვითნებობა, რომ ყველანაირი დადასტურების გარეშე პირდაპირ ამბობენ, რომ ეს მოსამართლეები დაკავშირებულები არიან კორუფციასთან და ისინი იყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას ასე და ასე“, - განაცხადა წილოსანმა.

წილოსანის თქმით, სახეზეა ყველანაირი პრინციპის სრული აღრევა.

„მე მგონია, რომ ერთ-ერთი საკვანძო ემოცია, რაზეც ქართველი ხალხი რეაგირებს, ეს არის უსამართლობა და მთელი ამ პერიოდის მანძილზე იმდენი უსამართლობა ვნახეთ, რომ იმ თავდასხმების პარალელურად დიდი იყო აქედანაც შეტევა, ვგულისხმობ ხალხის მხრიდან შეტევას ამ უსამართლობის საპასუხოდ. რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი უმნიშვნელოვანესია მათ შორის ეს სანქციები ზუსტადაც, რომ ემთხვევა დროში იმ პროცესებს, რასაც ჩვენ გავდივართ“, - აღნიშნა წილოსანმა.

წილოსანმა ასევე განაცხადა, რომ ერთით მეტი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მომენტალურად მოდის მიზანმიმართული და ტარგეტირებული სანქციები. ისინი ზუსტად იმ ადამიანებზე ვრცელდება ვინც უნდათ, რომ დააზიანონ და ჩამოაშორონ ამ ბრძოლას, რომელიც სწორედ რომ სუვერენიტეტს და ამ ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას გულისხმობს, აღნიშნა წილოსანმა.

„ამავდროულად, ალბათ დააკვირდებით, რომ დროში განცხადებები იქნება, სანქციები იქნება თუ სხვადასხვა რეზოლუციები, პირდაპირ უკავშირდება, მაგალითად თუ დიდი შეკრება აქვთ დაანონსებული, ამ შეკრებისთვის ხალხის დაორგანიზებას და ბრაზის გამოწვევას ადამიანებში. ძალიან წარუმატებლად დასრულდა 31 მარტის შეკრება. ეს იყო სრული ფიასკო ოპოზიციის და ამიტომ რაღაცნაირად არ უნდა გაანელონ ეს მუხტი, უნდა გამოკვებონ ეს ყველაფერი. აქაური აგენტურისთვის და მისი მომხრეებისთვის საკვების გადმოგდებასავით არის, სამწუხაროდ, ეს დიდი უსამართლობის აქტები“, - განაცხადა წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამერიკა-ირანისა და ჩინეთის ძალთა ჭიდილი რუსეთის ინტერესების ჩართულობით, შესაძლოა კავკასიის "პოლიგონზე" გაიმართოს, რომლის ეპიცენტრი საქართველო იქნება
გიორგი გახარია - ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე
⅚დავით ქართველიშვილი ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლებზე: საინტერესოა, ჩვენი აშშ-დროშებიანი „ბაბლი" შეუერთდება თუ არა ანტიტრამპისტულ მოძრაობას და რა ფორმით...
დავით ქართველიშვილი: საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს
ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში...იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი
არქივი