ირაკლი კობახიძე საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 21 მარტი 2025, 18:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის (IMMAF) პრეზიდენტს, კერით ბრაუნს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიოს ჩემპიონატის (MMA) ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს.

„აღინიშნა, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია და აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი