დავით ქართველიშვილი: ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძესთვის და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა - ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 21 მარტი 2025, 13:51

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილის მიერ დასახელებულ გლდანის ციხის ყოფილ დირექტორზე, ალექსანდრე მუხაძეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, 2022 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მხრიდან შეიარაღებული შემოტევიდან მეორე დღეს, ზურაბ ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე „ქილერა" მუხაძესთვის და მას საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა.

„დღეს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია "2003-2012"-ის წინაშე გამოიკითხა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილი, რომელიც წარმოადგენს იმ წლებში მოქმედი კრიმინალური რეჟიმის სისტემური დანაშაულის თვალსაჩინო მსხვერპლს, რომლის ოჯახის ტრაგედია იმ წლებში ასობით, თუ არა ათასობით განვითარებული ტრაგედიების იდენტურია. როგორც ბესო ხარძიანმა (უმცროსმა) კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, გლდანის ციხის იმდროინდელი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად "ქილერა", მამამისის წინააღმდეგ მოქმედებდა გიორგი უდესიანის დავალებით. ხარძიანის თქმით, "ქილერას" ბრძანებით, ორ პატიმარს დაევალა დაკავებული ბიზნესმენის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ფსიქოლოგიურად გატეხა, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თავად ამ პატიმრებს პირადად მუხაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა. ბესო ხარძიანის თქმით, "ქილერა" იყო "ადამიანი", რომელიც ტყვიის გარეშე კლავდა, აწამებდა ადამიანებს ციხეში და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. გიორგი უდესიანის მიზანი იყო კუს ტბაზე არსებული მამამისის კუთვნილი წილები იძულების წესით მიეღო და ამ მიზნის მისაღწევად ციხის მანქანა ჩართო: "საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები - ეძინა მას თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, "კარანტინში" ორკვირიანი წამება, საქმის ვითომ გარჩევები და სხვა მსგავსი ფაქტები". ეს იყო საქართველოს "საკონცენტრაციო ბანაკად" გადამქცევი რეჟიმის "არქიტექტორის", ზურაბ ადეიშვილის სისტემა, რომელიც ქვეყნიდან გაქცევის შემდეგაც "კრუხივით" პატრონობდა თავის საყვარელ ჯალათებს.

2022 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მხრიდან შეიარაღებული შემოტევიდან მეორე დღეს, ზურაბ ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე "ქილერა" მუხაძესთვის და მას საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება. ყოველივე ეს კი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წამებისათვის მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებდა.

უკრაინის სააპელაციო სასამართლოს რეესტრის ამონაწერიდან შევიტყვეთ, რომ "ქილერას" საიმიგრაციო საქმის განხილვა დაიწყო 2022 წლის 26 იანვარს, ხოლო ალექსანდრე მუხაძისთვის მინიჭებული, საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი კანონიერ ძალაში შევიდა ერთი თვის შემდეგ - 25 თებერვალს. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ იხელმძღვანელა მუხაძის ჩვენებით - რომ სამშობლოში იგი "იდევნებოდა" თავისი "ანტირუსული შეხედულებების გამო", ასევე (როგორც ყოფილი ძალოვანი) ქართველი ოლიგარქებისა და კრიმინალიტეტის მხრიდან „განიცდიდა ზეწოლას" და გარდა ამისა, გადიოდა ფიგურანტად მის მიმართ "ფაბრიცირებულ" სისხლის სამართლის საქმეებში.

ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომლებმაც ღიად გადააქციეს საკუთარი ტერიტორია საქართველოდან გახიზნული კრიმინალებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად. ეს არის ჩვენთან "ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში მყოფი ქვეყანა, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს ნგრევისა და განადგურების მიუხედავად, აქტიურად იყო და არის ჩართული საქართველოს "მაიდანიზაციის" ორგანიზება/დაფინანსებაში და უამრავი ძებნილის და დაუსწრებლად მსჯავრდებულების "დასაწყობებაში". ეს არის "საზღვრებს გარედ გასული კოლექტიური სანაცეთი" და ის "კართაგენი", რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი