ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „მონაკოს“ კარში გატანილი ბურთი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო გოლად აღიარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 14 მარტი 2025, 21:51

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „მონაკოს“ კარში გატანილი ბურთი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო გოლად აღიარეს.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ლიგა ერთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით აჯობა.

PSG - „მონაკოს“ მატჩი 8 თებერვალს გაიმართა და 54-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრედლი ბარკოლას პასის შემდეგ ეფექტური გოლი გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 13 შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი