გია აბაშიძე: მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 10 მარტი 2025, 22:20

მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ.

ანალიტიკოსის თქმით, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.

„საქართველოსთვისაც დამანგრეველ ნარკომანიასთან გამკლავება ნიშნავს დიდ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს.

მონიშნულია ის მნიშვნელოვანი სამიზნეები, რომელთა აღსრულება ხელისუფლების და საზოგადოების ვალია, კერძოდ - ბრძოლა ე.წ. ,,ლიბერალურ ნარკოიდეოლოგიასთან” და ნარკოშხამის რომანტიზირებასთან (ყველანი); ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (ყველანი); საკანონმდებლო გამკაცრება და მისი სრულყოფილი აღსრულება (სახელმწიფო).

სამართლებრივი მიმართულებით იცვლება შემდეგი:

1. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

3. 2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.”- წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი