54
08 მარტი 2025, 18:31

სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
მინისტრი გუდაურში იმყოფება, სადაც მსოფლიო თასის მესამე ეტაპი იმართება სნოუბორდ კროსში.
„ზამთრის ტურიზმის და სპორტული კურორტების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთი შეჯიბრებების ჩატარებას. სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა. კარგი, ლამაზი შეჯიბრი გამოგვივიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეჯიბრებების ჩატარება მომავალში ხელს შეუწყობს ამ სპორტის დისციპლინის განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |