ბიძინა გიორგობიანი დასავლელ ლიდერებზე: მცდელობა იმის, რომ საჩქაროდ შეაკოწიწონ რაღაც გაერთიანება და ანტიტრამპისტულ კოალიციას ჩაუყარონ საფუძველი, საფრთხეებს მოკლებული არ არის, თუმცა ამას პერსპექტივა არ ექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 07 მარტი 2025, 19:31

მცდელობა იმის, რომ საჩქაროდ შეაკოწიწონ რაღაც გაერთიანება ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ და თითქოს, რაღაც ანტიტრამპისტულ კოალიციას ჩაუყარონ საფუძველი, საფრთხეებს მოკლებული არ არის - ეს მაინც სერიოზული საფრთხეა, თუმცა ამას პერსპექტივა არ ექნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა, ევროკომისიის პრეზდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების კომენტირებისას.

კითხვაზე რამდენად არის რესურსი, რომ ევროკავშირი, ბრიტანეთი და თურქეთი დარჩნენ პარტნიორებად, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ კანადა, ისლანდია, ნორვეგია, ასევე ბალტიის ქვეყნები ისტორიულად, უფრო ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მოიაზრებიან.

„ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს თურქეთს მათთან. რაც შეეხება თურქეთის მომავალ ნაბიჯებს, ჩვენ ამას მომავალ დღეებში ვნახავთ. მე იმედი მაქვს, რომ თურქეთის ბრძენი წინამძროლი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არ დაუშვებს იმას, რომ ევროპაში სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბოს და ეს ევროპული, ბრიტანული გვირგვინის ქვეშ მყოფი ქვეყნები უფრო მეტად დაუპირისპირდნენ, ან რაიმე ინსტრუმენტად გამოიყენონ, აშშ-ის წინააღმდეგ, ვინაიდან ტენდენცია არის სულ სხვა.

ტენდენცია არის იქეთკენ მიმართული, რომ აშშ-ს რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთს შორის უსაფრთხოების საკითხებში მოხდეს უფრო მეტი მჭიდრო კონტაქტი და ეს დაპირისპირებები აღმოსავლეთ ევროპაში გადავიდეს. ახლო აღმოსავლეთში კი უფრო მეტ ეკონომიკურ ურთიერთობებში, კარგი გაგებით, ეკონომიკურ კონკურენციასა და ერთმანეთთან დაპირისპირებაში გადავიდეს და ეს ცხელი კონფლიქტები შეწყდეს.

მცდელობა იმის, რომ საჩქაროდ შეაკოწიწონ რაღაც გაერთიანება ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ და თითქოს, რაღაც ანტიტრამპისტულ კოალიციას ჩაუყარონ საფუძველი, საფრთხეებს მოკლებული არ არის - ეს მაინც სერიოზული საფრთხეა, თუმცა ამას პერსპექტივა არ ექნება“, - განაცხადა გიორგობიანმა.

ევროკომისიის პრეზდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს ის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს და კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს ტელეფონით გაესაუბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი