
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა, მარიამ ფროდიაშვილის, მარიამ აბრამიშვილისა და მარიამ მარშავა შემადგენლობით, პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლის (ტრიო გუნდურში) ფინალში თურქეთის ნაკრები 16:12 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ოსიეკში ჯამში სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით მოიპოვა – 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა (მარიამ აბრამიშვილი, მარიამ მარშავა, მარიამ ფროდიაშვილი) გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატი ევროპის ახალგაზრდული რეკორდით, 1711 ქულით მოიგო. ევროპის ჩემპიონის ტიტული ასევე მოიპოვა ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, რომელმაც ფინალში უკრაინას 16:6 სძლია, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრში მარიამ აბრამიშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
6 მარტს გაიმართება შეჯიბრება ინდივიდუალურ (სოლო) პირველობაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |