არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 05 მარტი 2025, 16:30
არაბმა ლიდერებმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში საგანგებო სამიტზე დაამტკიცეს 53 მილიარდი დოლარის (41,4 მილიარდი ფუნტი) ღირებულების რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას, რომ აშშ-მ „აიღოს ღაზა“ და გაასახლოს ორ მილიონზე მეტი პალესტინელი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ეგვიპტის გეგმა ახლა არაბული გეგმაა," - განაცხადა არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა შეკრების დასასრულს.

პრეზიდენტ ტრამპის იდეებზე მითითების გარეშე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არაბული პოზიცია არის ნებისმიერი გასახლების უარყოფა, იქნება ეს ნებაყოფლობითი თუ იძულებითი.“

„ეგვიპტემ 91 გვერდიანი გეგმა შეადგინა, რათა შეეწინააღმდეგოს აშშ-ის სქემებს, სახელწოდებით „შუა აღმოსავლეთის რივიერა“, რომელმაც შოკში ჩააგდო არაბული სამყარო და მის ფარგლებს გარეთ მყოფნი,“ წერს BBC.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი