ყაზახეთი საქართველოში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 05 მარტი 2025, 13:58
ყაზახეთის კომპანიები PTC Holding და Kazakhstan Railways OJSC (KTZ) 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ საქართველოში ფოთის მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობაში, რაც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილი (TITR, შუა დერეფანი) იქნება. იუწყება აზერბაიჯანული მედია KTZ-ზე დაყრდნობით.

დღეს, ბაქოში TITR განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში, KTZ-სა და PTC Holding-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ტერმინალის ინფრასტრუქტურის ერთობლივ განვითარებას. მემორანდუმი მიზნად ისახავს ფოთში 80000 TEU-ზე მეტი სიმძლავრის მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის პროექტის განხორციელებას. 

აღინიშნა, რომ ტერმინალი იქნება TITR-ის ნაწილი - უზრუნველყოფს შეფუთული და კონტეინერირებული ტვირთის ეფექტიან გადამუშავებას, რაც გაზრდის ტვირთების გადაზიდვის მოცულობას ამ მარშრუტზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინვესტიციებისა და რესურსების მოზიდვას, რაც გაზრდის მარშრუტის გამტარუნარიანობას, ოპტიმიზაციას გაუწევს ლოგისტიკურ პროცესებს და გააძლიერებს რეგიონის პოზიციებს საერთაშორისო სატვირთო ბაზარზე.

შუა დერეფანი - TITR არის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი