იდეალური იქნებოდა ურსულა ფონ დერ "ბაიდენისთვის", მაკრონისთვის, შოლცისთვის თუ სტარმერისთვის იმის ღია მინიშნება, რომ ტრამპმა ზუსტად იცის - სად და ვის ჯიბეში წავიდა ამერიკული 350 მილიარდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 04 მარტი 2025, 22:22
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას „ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება. ვიტყვი ყველაფერს ისე, როგორც არის“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ტრამპის ზემოთხსენებულ განცხადებაზე ორი ასოციაცია ეუფლება - ანეკდოტური და კინემატოგრაფიული. 

„ორი ასოციაცია მეუფლება: ერთი ანეკდოტური და მეორე, კინემატოგრაფიული. გახსოვთ ალბათ ანეკდოტი, ყველა თავის "პრიხოდს" რომ ელოდება: კორპუსის მერვე სართულის აივანზე "პლანაქეშები" და სადარბაზოსთან ეზოში "არყიმსმელი" ლოთები. უცებ, მერვე სართულიდან ერთი ძმა მეორეს ცაში ღრუბლისკენ მიუთითებს - "ვახ...ძაღლი მიფრინავს, შეხე ტო! ძაღლი!" თითქმის იმავდროულად ეზოში ერთი ლოთი მეორეს მიანიშნებს ზეცისკენ: "ძაღლი ტო, ძაღლი მიფრინავს!" - რაზეც მეორე ლოთი ფილოსოფიურად შეუსწორებს, ეს ჩვენი ძაღლი არაა ბიჭო, ნარკომანებისაა მერვე სართულიდან...

ალბათ მსოფლიოს მთელ ინფოსივრცესთან ერთად, სადმე "ფორმულაში" ან შავNOდარას კანტორაში გარკვეულ მოლოდინში არიან, აი ახლა იტყვის, ახლა: "დიფ სთეიტის დედაც, ამერიკა ვერ გახდება დიადი მანამ, სანამ საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება!" - და ბოლოს დაამატებს, "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!". მე ამ ანალოგიაში თავს უფრო "ლაით"-ლოთების კატეგორიაში გავიყვან და საკუთარ მოლოდინზე მოგიყვებით. ჩემამდე უკვე გაპიარებულ ვარიანტებს: ტარიფების ომი, უკრაინის კრიზისის მოწესრიგების ხედვებს, რუსეთ-ამერიკის "ტექნიკური ჯგუფების" ბოლო დღეებში ჩატარებული სამუშაოს ნიუანსებს - არ შევეხები.

ღრმად მჯერა, რაც არ უნდა თქვას დღეს ტრამპმა - ეს იქნება მისი პასუხი ლონდონში ჩატარებულ "ანტიტრამპისტულ" სამიტზე, ჯამბაზის მიერ თეთრი სახლის ისტორიული ოვალური კაბინეტის შეურაცხყოფაზე (რომელსაც ტრამპი ვერ "გადაყლაპავს") და მეფე ჩარლზის (რომელმაც ზელენსკის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა "ჩაყლაპა") მხრიდან ტრამპისთვის "ალიყურის" მცდელობაზე. იდეალური იქნებოდა ურსულა ფონ დერ "ბაიდენისთვის", მაკრონისთვის, შოლცისთვის თუ სტარმერისთვის იმის ღია მინიშნება, რომ ტრამპმა ზუსტად იცის - სად და ვის ჯიბეში წავიდა ამერიკული 350 მილიარდი - და რომ "არა არს დაფარული, რომელიც არ გამოცხადნეს".

ხო...კინემატოგრაფიული ასოციაცია დამავიწყდა. ტრამპი არაა იდეალური. ისევე, როგორც არ იყო იდეალური გოგია "ქვევრიდან". მაგრამ, არც "აბესალომს" აპატიებს ქვევრისა და ეზოს შებილწვას და არც მის საძმაკაცოს - "ანტიგოგიასეულ" ("ანტიტრამპისტულ") სამიტს რომ მოუწყობენ თვალწინ. დღეს "გოგია"-ტრამპმა შეიძლება იმ თავისი მოთმინების კარი ღიად გააღოს, ის "ქვევრი" გამოაგოროს დაღმართზე და დაამსხვრიოს თავის "აბესალომიანად". ასეა თუ ისე, დღეს ყველას თავის მოლოდინებში გაუმარჯოს - მე ჩემებზე მოგახსენეთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე "სინდისის" პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
არქივი