50
04 მარტი 2025, 20:40

ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრებმა 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ნაკრებმა მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით 1711 ქულა დააგროვა, რაც ევროპის რეკორდია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ფინალში 212,1 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.
ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |