თორნიკე რიჟვაძე - შუახევიჰესი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
948 31 მაისი 2020, 20:43
აჭარის მთავრობის  მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ენერგოპროექტი შუახევიჰესი დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შუახევიჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი გახდება, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკის გაძლიერება.

,,შუახევიჰესი უკვე ოპერირებს სრული დატვირთვით. ეს არის ერთ- ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელიც პროექტმა მოუტანა მუნიციპალიტეტებს ჩვენს რეგიონში.

დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შუახევიჰესის პროექტის ფარგლებში აჭარაში დასაქმდა საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები.

შუახევიჰესის ჯამური ინვესტიცია 510 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ფინანსდება ისეთი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტი“ და ინდური „ტატა ფაუერი“.

შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთელექტროენერგიას, რითაც შემცირდება სასათბურე აირის გამოფრქვევა გარემოში 200 ათასი ტონით, რაც ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.

187 მგვტ სიმძლავრის შუახევიჰესი კომერციულ ოპერირებაში 2020 წლის თებერვალში შევიდა. მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ ამ დროის მონაცემებით, უკვე შეადგინა 200 მილიონი კვსტ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი