ინგა გურგენიძემ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 27 თებერვალი 2025, 23:25

უნგრეთი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მოკლე პროგრამით იასპარეზა ქართველმა სპორტსმენმა ინგა გურგენიძემ, რომელმაც მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან მსაჯებისგან 67,47 ქულა დაიმსახურა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია. ქართველი ფიგურული მოციგურავე თავისუფალი პროგრამით 1 მარტს წარდგება.

15 წლის ინგა გურგენიძე „ბაკურიანი 2025“-ის ჩემპიონია. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს პირველობაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი