არ არსებობს ზუსტი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანს, რომელიც ცოცხლობს სხვისი ტანჯვით და სიამოვნებას იღებს ტრაგედიებისა და კატასტროფებისგან. სახარებაში მსგავსი ადამიანების ერთობლიობას - "ლეგიონი", ხოლო პოლიტიკაში - "ნაცები" ეწოდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 26 თებერვალი 2025, 11:19
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რადიკალური ოპოზიციის მიერ სტიქიასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმიანება. 

მისი თქმით, რადიკალების მიერ სხვისი ტრაგედიით საზრდოობა არახალი მოვლენაა და ფსიქიატრიაში ამის შესაფერისი ზუსტი ტერმინი არ არსებობს.  

„თუ ადამიანი სისტემატურად განიცდის სიამოვნებას სხვისი ტრაგედიებით და ტანჯვით, ეს შესაძლოა იყოს ღრმა ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემების ნიშანი“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს პოლიტიკაში - ნაცს უწოდებენ.

„ამ დღეებში ვარჩიე დუმილი და დაკვირვება: 1) როგორ უმკლავდება ხელისუფლება სეზონურ ბუნებრივ სტიქიას, 2) როგორ გულშემატკივრობს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სტიქიის ეპიცენტრში მოხვედრილ მოსახლეობას და 3) როგორი ტრადიციული არაადამიანური დამოკიდებულებით ელოდებიან ლეშიჭამიები ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიმე ადამიანურ ტრაგედიაზე.

ეს ხომ არახალი მოვლენაა, "დატესტილი" მზიურის პარკში დატრიალებულ უბედურებაზე, შოვის ტრაგედიასა თუ ტყის ხანძრების დროს. ხანდახან უნებლიედ უწევთ პირდაპირ ეთერში საკუთარი ფეიკ-"სიხარულის" ჩანაცვლება სიმართლით, როდესაც ჭირისუფლისგან იგებენ, რომ სტიქიის ზონაში 107 წლის ბებიის სიცოცხლე არა ხელისუფლების "უყურადღებობამ", არამედ ღრმა მოხუცებულობით გამოწვეულმა მდგომარეობამ "იმსხვერპლა".

ფსიქიატრიაში არ არსებობს ზუსტი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანს, რომელიც ცოცხლობს სხვისი ტანჯვით და სიამოვნებას იღებს ტრაგედიებისა და კატასტროფებისგან. თუმცა, არსებობს რამდენიმე ცნება, რომლებიც შესაძლოა ნაწილობრივ ასახავდეს მსგავს ქცევას:
✅ სადიზმი (სადისტური პიროვნება) – პათოლოგიური მიდრეკილება სხვებისთვის ტკივილის, ტანჯვისა და დამცირების მიყენებისკენ. ფართო გაგებით, შეიძლება მოიცავდეს სიამოვნების მიღებას სხვისი ტანჯვისგან, თუნდაც ადამიანი უშუალოდ არ მონაწილეობდეს მის გამოწვევაში.
✅ მიზანთროპია – ღრმა სიძულვილი ან ზიზღი ადამიანების მიმართ, რომელიც ზოგჯერ შეიძლება გამოიხატოს მათი უბედურებისგან სიამოვნების მიღებით.
✅ "შადენფროიდე" (Schadenfreude) – გერმანული ტერმინი, რომელიც ნიშნავს სხვისი წარუმატებლობით ან ტანჯვით სიამოვნების მიღებას. ფსიქოლოგიაში განიხილება როგორც ქცევითი თავისებურება და არა როგორც ფსიქიკური აშლილობა.
✅ ფსიქოპათია (ანტისოციალური პიროვნული აშლილობა) – ამ აშლილობის ერთ-ერთი გამოვლინებაა ემპათიის არარსებობა, მანიპულაციური ქცევა, ასევე სიამოვნების მიღება კონტროლით ან სხვების განადგურებით.
✅ კატასტროფოფილია – არაოფიციალური ტერმინი, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება ფსიქოლოგიასა და ჟურნალისტიკაში იმ ადამიანების აღსაწერად, რომლებიც აღფრთოვანებასა და კმაყოფილებას განიცდიან სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და ტრაგედიების მიმართ.

თუ ადამიანი სისტემატურად განიცდის სიამოვნებას სხვისი ტრაგედიებით და ტანჯვით, ეს შესაძლოა იყოს ღრმა ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემების ნიშანი. სახარებაში მსგავსი ადამიანების ერთობლიობას - "ლეგიონი", ხოლო პოლიტიკაში - "ნაცები" ეწოდება. მშვიდობა მოგვმადლოს უფალმა ყველა უბედურებასთან გამკლავების საქმეში,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი