სტატიები
სანამ ოპოზიცია ტუალეტობანას თამაშობს, გახარია აქილევსის ქუსლს მალავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2137 31 მაისი 2020, 15:31


ქეთი ხატიაშვილი

„ქართულ ოცნებას“ გაუმართლა - როგორც იქნა, მმართველმა ძალამ იპოვა ფიგურა, ვისაც შეიძლება კრიზისების დროს დაეყრდნოს. და აქ მხოლოდ პანდემიაზე არ არის საუბარი. ქართული პოლიტიკა ჯერჯერობით ისევ რჩება ექსტრემალურ სპორტად. ბევრწილად იმიტომ, რომ  ოპოზიცია რჩება დიდ პრობლემად. ყველა დროში ვერტიკალის მიღმა დარჩენილებს ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაში დემონები არიან, მათში კი [ოპოზიციაში] უფრო ანგელოზები. ეს ცრურწმენაა უფროა, ვიდრე რწმენა. 

გიორგი გახარია შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენს - იმპრესიონისტულია. პოლიტიკაში მას არავინ ელოდა, ჩინოვნიკობით დაიწყო - ვერავინ მიხვდა, რას უკავშირდებოდა პოლიტიკურ დაფაზე ამ ფიგურის გამოჩენა. რატომ გადააადგილეს ის ბიზნესომბუდსმენის ოფისიდან ეკონომიკის სამინისტროსკენ. სამინისტროში მას ოვაციებით დახვდნენ და დუმილით გააცილეს. მასთან მუშაობა რთული იყო - დისციპლინას ითხოვდა, კომპეტენციას და პროფესიონალიზმს. და რამდენს შეუძლია ეს თამასა ასწიოს? თქვეს, რომ მისი მოტყუება თითქმის შეუძლებელია, საკითხში იოლად ერკვევა და წესრიგს მოითხოვს. უწყებიდან უწყებაში საკუთარი მობილური გუნდით გადაადგილდება. ისინი ჯერ ბიზნესიდან ეკონომიკაში გადაიყვანა, ეკონომიკიდან - შსს-ში, შემდეგ კი - პრემიერის ადმინისტრაციაშიც. ალბათ, ეს ის ხალხია, ვინც იოლად აუღო ალღო გახარიას ტემპს, მართვის სტილსა და აზროვნებას. 

რა თქმა უნდა, დანარჩენი ადამიანური კი არა, პოლიტიკური გემოვნების საკითხია. აქ კი ჯერ ისევ 90-იანი წლების აზროვნება იგრძნობა. ვინც ხელისუფლებაშია, ის დემონია, რუსეთის აგენტია, პუტინის მონაა და ყველა მის დასამარცხებლად უნდა გაერთიანდეს. ირაკლი კობახიძის ტერმინით რომ ვთქვათ, გოიმური მიდგომაა, მაგრამ უკეთესი ჯერ იმათაც ვერ მოიფიქრეს, ვინც ადრე ხელისუფლებაში იყვნენ და თანამედროვე პოლიტიკას ქმნიდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მაქვს საუბარი.

დღეს მათი აზროვნება და დამოკიდებულება 90-იანი წლებს არ სცილდება. ყველა ერთის წინააღმდეგ. ამჯერად დემონი, რუსეთის აგენტი და ივანიშვილის მონა გიორგი გახარიაა. 

პრემიერი, მგონი, საკმაოდ ძლიერი ფიგურაა იმისთვის, რომ ოპოზიციამ ტუალეტობანა არ ეთამაშოს, თუმცა, ბრძოლის სწორედ ეს სტილი აირჩია ოპოზიციამ. ესეც 90-იანი წლების „გარდერობიდან“. 


შესაძლოა, გახარია სულაც არ არის იმდენად ძლევამოსილი ფიგურა, რომ მუდმივ რყევებს გაუძლოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ოპოზიცია წარსულშია ჩარჩენილი, მისი საბრძოლო ჩვევები და სტრატეგია კი დროში იმდენად აცდენილია, რომ კომიკურად გამოიყურება, გახარიას თავისთავად აყენებს უპირატეს მდგომარეობაში. 

მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილმა ტუალეტობანას თამაშის დროს თქვა, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. სწორედ ასე იკითხებოდა მისი ნათქვამი: „ერთ რამეს ვიტყვი ყოველგვარი ტრაბახისა და დაკნინების გარეშე, რომ ეს შეცდომა ჩვენ, კარგი გაგებით, მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო ის, რომ გაისროლა“.

ამ ფონზე პარლამენტში მისულ გიორგი გახარიას თინათინ ბოკუჩავა თვალთხარია გახარიას რომ ეძახის, ნამდვილად კომიკურია. ოქრუაშვილის ნათქვამი ადასტურებს, რომ ოპოზიციაც ისევეა პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება. 

და მტკიცება, თითქოს ყველაფერზე - რაც ხდება ან არ ხდება - პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა, დიდი შეცდომაა. ესეც 90-იანი წლების კარადაში გამოკეტილი „სკილეტია“. 

ბოკერიას სრულიად სამართლიანი ამბიცია აქვს, დღეს თავად იყოს ოპოზიციაში ლიდერი, ჩაანაცვლოს სააკაშვილის გავლენები. თუმცა, თამარ ჩუგოშვილი თავისი პოზიციით ბევრად თანამედროვედ გამოიყურება

კიდევ ერთი მაგალითი. ტუალეტობანას თამაში თავისებურ უნარებს მოითხოვს. ოპოზიციაში ამ უნარით თითქმის ყველაა დაჯილდოებული, უბრალოდ, ამის გამომჟღავნება იმდენად ცუდი ტონია, რომ ურჩევნიათ, სხვებს ამოეფარონ. ვის? იგივე ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ანგარიშზეც გადატრიალების ორი მცდელობაა ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს; მაგალითად, გიორგი რურუას, რომლის ბიოგრაფიაც სავსეა 90-იანი წლების სისხლიანი და ტრაგიკული ისტორიებით. ახლა ოპოზიცია ცდილობს, ისინი პოლიტპატიმრებად შემოგვასაღოს. 

ისე ჩანს, რომ რიგითი რურუა უფრო მეტია, ვიდრე ეპიდემია; უფრო მეტია, ვიდრე საარჩევნო რეფორმა. ვცდებით? მაგრამ ჩვენ არ გვაქვს და არ გვესმის არგუმენტები, რომლებიც საპირისპიროში დაგვარწმუნებდა. გიგა ბოკერია, მაგალითად, ასეთ დროს ამბობს: ეგ ხომ ხელისუფლების პროპაგანდაა? ასეთ პასუხს მხოლოდ მაშინ ირჩევ, როცა არგუმენტებში ძალიან სუსტი ხარ. 

ბოკერიას სრულიად სამართლიანი ამბიცია აქვს, დღეს თავად იყოს ოპოზიციაში ლიდერი, ჩაანაცვლოს სააკაშვილის გავლენები. თუმცა, თამარ ჩუგოშვილი თავისი პოზიციით ბევრად თანამედროვედ გამოიყურება. რურუასა და საარჩევნო ცვლილებებს შორის ის ტოლობის ნიშანს არ სვამს. იგივე ბოკერიასგან განსხვავებით, ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს აუცილებლად დაუჭერს. რთული წარმოსადგენია, ის იდგეს იქ, სადაც თავს ტუალეტობანას თამაშით ირთობენ. 

პრემიერ გახარიას „გარდერობში“ 90-იანი წლების პოლიტიკური იარაღი არ ჩანს, კარგად მალავს ან საერთოდაც არა აქვს

თანამედროვედ გამოიყურებიან „გირჩები“. მათი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ასევე, ფრუსტრირებული იყო იმ სანახაობით, რაც ოპოზიციამ პრემიერ გახარიას პარლამენტში მისვლის დროს შემოგვთავაზა. „ოპოზიცია გახარიას გამოსვლის დროს სუსტი იყო“, - განაცხადა დებატების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ. ტუალეტობანას თამაში არც მან იცის.   
სამაგიეროდ, რადიკალებმა იციან და ეს თამაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. 

ხელისუფლება როგორ თამაშობს? შეცდომებს ისიც უშვებს, ხარვეზებიც არის. თუმცა, პრემიერ გახარიას „გარდერობში“ 90-იანი წლების პოლიტიკური იარაღი არ ჩანს, კარგად მალავს ან საერთოდაც არა აქვს.  

დისციპლინა მას ყველა მისი წინამორბედისგან განასხვავებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბევრი რამ არ მოგვწონს, მაგრამ ის ლიდერია. კრიზისები თითქოს მისი თანამდევი პროცესია; ეკონომიკის სამინისტროში ანაკლიის თემა იყო, რომელიც მოგვიანებით გახმაურდა; შს მინისტრობის დროს - ჩატაევის გაუვნებელყოფა, პრემიერობისას - ეპიდემია. აქილევსის ქუსლი ჯერ ვერ უპოვეს. თუმცა, გამახსენდა, ოპოზიცია ხომ ტუალეტობანას თამაშობს, არ სცალია. 
 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი