"დამხრჩვალმა თავი თვისი თავად უნდა გადაარჩინოს" ამ დევიზით მიმდინარეობდა გუშინ "დიფ სთეითის" ევროვასალების "სამიტი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 18 თებერვალი 2025, 11:47
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ელისეს სასახლეში ევროპელი ლიდერების შეხვედრას ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ ეს შეხვედრა რუსეთსა და ამერიკას შორის დაგეგმილი შეხვედრის საპირწონედ ჩატარდა და ორი ძირითადი საკითხი განიხილეს - უკრაინის საკითხი და აშშ-ს მხრიდან დახმარების საკითხი.

„ასე "ტონკად" ის, რომ უკრაინა - ევროპა არაა, ჯერ არავის უთქვამს“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 

"დამხრჩვალმა თავი თვისი თავად უნდა გადაარჩინოს" - დაახლოებით ასეთი დევიზით მიმდინარეობდა გუშინ პარიზში "დიფ სთეითის" ევროვასალების "სამიტი". 
დღის წესრიგი: 

1) ამერიკის დახმარების იმედი აღარ უნდა გვქონდეს და რა ვქნათ;
2) რა ვუყოთ უკრაინას;

ეს შეხვედრა ჩატარდა საუდის არაბეთში რუსეთ-ამერიკის მიმდინარე შეხვედრის საპირწონედ.

პირველ საკითხზე გადაწყვიტეს - უნდა გავძლიერდეთ, რაც შეიძლება! ამისთვის უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრძანა - უკრაინის წინაშე პასუხისმგებლობას ვათვითცნობიერებთ, მაგრამ აქ, ევროპაშიც, გვჭირდება თავდაცვის გაძლიერება. ასე "ტონკად" ის, რომ უკრაინა - ევროპა არაა, ჯერ არავის უთქვამს.

ევროკავშირის პრეზიდენტის ეს მოწოდება, პრინციპიდან: "მე მივდივარ და ჩემგან რა მიდის" - მოიწონა გერმანიის კანცლერმა. გავზარდოთო. უთანხმოება ხვდა წილად მეორე საკითხს: ბრიტანეთის პრემიერმა სტარმერმა, აი იმან, ტრამპმა რომ ბრძანა - „ამას რაზე უნდა ველაპარაკო, აზრზე არა ვარო“- მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე.

ოღონდო, სტარმერმა, ამისთვის მე აშშ-ს გარანტიები მჭირდებაო, თლა ჩემ თავზე ამას ვერ ავიღებო - ისევ რომ დასცხოს რუსეთმა უკრაინას, მერე სა ჯანდაბაში გავიქცეო? ეს ალბათ არ უნდა ეთქვა, რადგანაც ამ პერსპექტივის წარმოდგენაზე ერთდროულად "დაზადნეს" ოლაფ შოლცმაც და იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ: "ნაადრევია...უადგილოა...არაეფექტურია" - ასეთი ეპითეტებით შეამკეს მათ სტარმერის ინიციატივა.

ყველაზე თამამი წინადადებით დაგვამახსოვრდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი: ისე და...იქნება რუსეთთან სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარების მოლაპარაკებებში - უკრაინაც ჩაგვერთოო? პრინციპში - ევროკავშირიცო. არ იქნებოდა ურიგო. ლიდერები შეთანხმდნენ ამ უპრეცედენტოდ თამამ და საინტერესო ინიციატივაზე გააგრძელონ კონსულტაციები. მთლიანობაში - "კრება დარჩა მხიარული“, “-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი