ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს დასრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 16 თებერვალი 2025, 17:24

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს დასრულდება. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ კი შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს.

ლერი ხაბელოვმა და მამუკა ხაბარელმა თავიანთი გამოსვლები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის სამძიმრით დაიწყეს.

მათ აღნიშნეს, რომ საქართველომ ზამთრის მულტისპორტულ ტურნირს მაღალ დონეზე უმასპინძლა და საერთაშორისო გამოხმაურება დადებითია.

„ბაკურიანი 2025“-ის დახურვის ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი