
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რომან გოცირიძის მიერ, სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს აქვეყნებს და ეხმიანება.
ექსპერტი წერს, რომ რომან გოცირიძე ტყუილებში აიჭრა და სებ-ის პრაგმატულ გადაწყვეტილებებთან
დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.
„რომან გოცირიძე, ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა:
• ჯერ ამბობდა სებ-ს საცავი არ უვარგაო - ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს...
• სებ-მა რეზერვები გაყიდა - არ უნდა გაეყიდაო...
• სებ-მა რეზერვები იყიდა - რატომ იყიდაო...
• ლარის კურსი მყარდება - არ უნდა გამყარდეს, ეს სებ-ის მანიპულაციააო...
• ლარი უფასურდება - არ
უნდა გაუფასურდეს, ეს სებ-ის ბრალიაო...
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა - არ უნდა შეემცირებინაო...
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა - უნდა გაეზარდაო...
კიდევ კარგი, საბედნიეროდ, სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?
ისევ საკუთარი თავი გამოიძახო ჯობია შაბათ-კვირას სამსახურში და ზე-განაკვეთურები
გამოიწერო, დღემდე ლეგენდები რომ დადის ეროვნულ ბანკში
P.S. კიდევ ის მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა, როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა.
მოკლედ, 200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე დააბეჭდვინა გოცირიძემ. (ნიკოლაძის შთამომავლობით ზურაბიშვილი ყელყელაობდა მაშინ)
ჰოდა - იმ პერიოდს დაემთხვა, სალომე ზურაბიშვილი რომ გადადგა მინისტრობიდან და ამაზე გამწარებულმა სააკაშვილმა გული რომან გოცირიძეზე იყარა - დაიბარა თავისთან და ახალი დაბეჭდილი 200 ლარიანი კუპიურა სულ „პიქსელ-პიქსელ“ გადააყლაპა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |