მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში შედგა არჩევნები, საქართველოს ჰყავს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს მოსწონს თუ არა ვინმეს, ეს არის ასე და ასე გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 14 თებერვალი 2025, 00:08

საქართველოში შედგა არჩევნები, საქართველოს ჰყავს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს მოსწონს თუ არა ოპოზიციას, მოსწონს თუ არა ვინმეს, ეს არის ასე და ასე გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობები სხვა ქვეყნების ხელისუფლებებთან, -განაცხადა „იმედი LIVE“-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის დამოკიდებულება, რაც ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან მოდის დღეს საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან სწრაფად და ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს.

​„ევროკავშირის საბჭო ნამდვილად არის ის ორგანო, რომელიც ევროკავშირის სახელით იღებს გადაწყვეტილებას, სადაც საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, კონსენსუსი ძირითადად და ა.შ. დღეს სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ გამოჩნდა უკვე რაღაც უთანხმოებები, აზრთა განსხვავებული მიდგომები თუნდაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც განცხადება ვრცელდება რამდენიმე ქვეყნის სახელით და არ ვრცელდება ევროკავშირის სახელით. ეს უკვე მიანიშნებს, რომ გარკვეულწილად პოზიციები იყოფა წევრ ქვეყნებს შორის.

ასე რომ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პირველ რიგში ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორი იქნება თუნდაც ევროკავშირის პოზიციონირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზედაც უკვე 2 დღეა საუბრობს სამყარო - ტრამპისა და პუტინის საუბარზე უკრაინასთან დაკავშირებით, იმაზე, თუ რა ბედი ეწევა უკრაინას, როგორი იქნება განვითარებები უკრაინასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც დგას ევროპის და არა მარტო ევროპის დღის წესრიგში აგერ უკვე რამდენი წელია და რომლის გადაწყვეტაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით და დაცვით გადაწყდეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვაგვარად ხდება განცხადებების კეთება და სხვაგვარად ხდება მოვლენების განვითარება, სადაც შეიძლება მხარეებს დათმობაზე წასვლა მოუწიოთ. ასე რომ, საინტერესო პროცესები ვითარდება. ამ საინტერესო პროცესებში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები არ დავაზიანოთ და მივყვეთ იმ საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოს განვითარება და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ქვეყანაში უკეთ იცხოვრონ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ევროკავშირის დროშა, რომელზეც საბჭოთა კავშირის პერიოდის სიმბოლიკა - ნამგალი და უროა გამოსახული
დონატელა ვერსაჩე Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტს ტოვებს
საქართველოს საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი: თუ უახლოეს დღეებში კურსკში ფიზიკური ბლოკირება მოხდება, იქიდან გამოსვლას ვეღარავინ შეძლებს, იარსებებს მხოლოდ ორი გზა - ტყვედ ჩაბარება, ან დაღუპვა
არქივი