ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებული პოზიციის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 13 თებერვალი 2025, 22:55

მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.

“ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. განვიხილეთ პირობები, რომლებიც უკრაინაში ხანგრძლივი და ნამდვილი მშვიდობისთვისაა საჭირო და შევთანხმდით, რომ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.

პრემიერ-მინისტრ შევატყობინე პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ, და განვიხილეთ საკვანძო მესიჯები და ყველა ევროპელის პოზიციის კოორდინაციის საჭიროება მთლიანად ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად.

ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოებდეს, ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით, და ნატოს წევრობა პარტნიორებისთვის ყველაზე ხარჯთეფექტიანი იქნება. კიდევ ერთი საკვანძო გარანტია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში სერიოზული ინვესტირებაა.

ასევე მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად,” - წერს ზელენსკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ევროკავშირის დროშა, რომელზეც საბჭოთა კავშირის პერიოდის სიმბოლიკა - ნამგალი და უროა გამოსახული
დონატელა ვერსაჩე Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტს ტოვებს
საქართველოს საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
არქივი