ამირან სალუქვაძე გახარიაზე: მთავარი მიზეზი, რატომაც შევა პარლამენტში, არის შემდეგი - აფიქრებინოს „ოცნების“ ამომრჩეველს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ადგილობრივ არჩევნებზე ხმები წაართვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 10 თებერვალი 2025, 17:57

ადრე დავწერე, პარლამენტში შესასვლელად მიზეზს ეძებს მეთქი. მთავარი მიზეზი რატომაც შევა პარლამენტში, იმის გარდა, რომ მისი პარტიიდან ბევრს უნდა შესვლა, არის შემდეგი: აფიქრებინოს „ოცნების“ ამომრჩეველს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ადგილობრივ არჩევნებზე ხმები წაართვას, - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, გახარია, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ჭკვიანურად იქცევა, ვინაიდან დაფინანსებასაც იღებს და საპარლამენტო სივრცეშიც რჩება. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მათ დაკარგეს პარლამენტის ტრიბუნა - დარჩათ ქუჩა და საკუთარი მედია, ამიტომ არ შეწყვეტენ აქციებს და ნეგატიური დღის წესრიგის შექმნას.

„ვერ დაასრულა 20 იანვრამდე. აწ რას შვება, გამოდის პარლამენტიდან თუ არა? ადრე დავწერე, პარლამენტში შესასვლელად მიზეზს ეძებს მეთქი. მთავარი მიზეზი რატომაც შევა პარლამენტში, იმის გარდა, რომ მისი პარტიიდან ბევრს უნდა შესვლა, არის შემდეგი: აფიქრებინოს „ოცნების“ ამომრჩეველს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ადგილობრივ არჩევნებზე ხმები წაართვას.
თუ ასე არაა, პარლამენტი უნდა დატოვოს და სიები ჩახსნას.

„ნაცებისგან“ განსხვავებით ჭკვიანურად იქცევა: დაფინანსებას იღებს, საპარლამენტო სივრცეში რჩება.
პარლამენტს მიღმა ჩვენს ისტორიაში რომელი პარტია გადარჩა?

„ნაცებში“ ბევრი ნანობს პარლამენტის დატოვებას. არ ელოდნენ თუ გარიცხავდნენ პარლამენტიდან. ეგონათ იგივე იქნებოდა, რაც წინა პარლამენტში. ახლა დაკარგეს პარლამენტის ტრიბუნა. დარჩათ ქუჩა და საკუთარი მედია. თუ ქუჩა არ არყიეს, დაიკარგებიან. ამიტომ არ შეწყვეტენ აქციებს და ნეგატიური დღის წესრიგის შექმნას.

ახლა ისევ გაახსენდათ სოციალური საკითხები. დაიწყეს ფასებსა და გაჭირვებაზე საუბარი. სულ ახლახან მოუწოდებდნენ ხალხს, გაიფიცეთ, გაიჭირვეთ, ჩამოვაქციოთ ეკონომიკა, თორემ ქვეყანას გვართმევენო. ახლა ამბობენ, ყველას უჭირსო.
თურმე, გაჭირვებულებს მოუწოდებდნენ გაჭირვებისკენ. მაგარი აჭრილები არიან. ტრამპის ქმედებებმა კი მთლად აურია გზა-კვალი, გაუშიფრა დონორები და მათი მიზნები“, - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი