56
08 თებერვალი 2025, 12:39

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება.
„გამაოგნებელია, რომ ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ფინანსების გასაჯაროებისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ.
და ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მოგვიწოდებენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |