დავით ჩიხელიძე: მეუფე ზენონს მიკერძოების მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ არ იცის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მტკივნეულია, უმადურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 04 თებერვალი 2025, 16:44

„მეუფე ზენონ თქვენთვის შესაძლოა მშვიდობის პიკი 2008 წელი იყო, როდესაც ქართველი გმირი ბიჭების ცხედრები მზის გულზე, უპატრონოდ ეყარნენ, რომ არა მისი უწმინდესობის საქართველოს პატრიარქის გამბედაობა და მამობრივი სიყვარული. გაუფრთხილდით სიტყვებს, რადგან თქვენი სიტყვებით შესაძლოა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ, ნუ იქნებით უმადური და ადეკვატურად შეაფასეთ საქართველოს არსებული მდგომარეობა“ - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის ზენონის „ფეისბუქ“ პოსტის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ მეუფე ზენონს მიკერძოების და სიბრმავის მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში.

„სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ მეუფე ზენონს მიკერძოების და სიბრმავის მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში, არ იცის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მტკივნეულია, უმადურია! საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, 2012-2025 წლები ის იშვიათი და ერთადერთი პერიოდია, რომლის დროსაც საქართველოს ომი არ უწარმოებია, ტერიტორიები და ადამიანები არ დაუკარგავს! მეუფე ზენონ თქვენთვის შესაძლოა მშვიდობის პიკი 2008 წელი იყო, როდესაც ქართველი გმირი ბიჭების ცხედრები მზის გულზე, უპატრონოდ ეყარნენ, რომ არა მისი უწმინდესობის საქართველოს პატრიარქის გამბედაობა და მამობრივი სიყვარული, შესაძლოა მათი ცხედრების გადმოსვენებაც არ მომხდარიყო.

გაუფრთხილდით სიტყვებს, რადგან თქვენი სიტყვებით შესაძლოა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ, ნუ იქნებით უმადური და ადეკვატურად შეაფასეთ საქართველოს არსებული მდგომარეობა, ნუ დაემსგავსებით უცხოეთიდან დაფინანსებულ აგენტურას და ნუ გაახმოვანებთ მათ მესიჯებს, ნუ იტყვით, რომ ასეთ მშვიდობას ბომბების წვიმა გირჩევნიათ! შეხედეთ რა ხდება უკრაინაში, ნახეთ უკრაინული ქალაქები, ნახეთ უკრაინაში არსებული ქრისტიანული ეკლესიები, რომელთა „მოდერნიზება“ მოხდა(ნაწილის) და დღეს ისინი ეკლესიებად აღარ გამოიყენება, ნახეთ უკრაინაში სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც ომის გამო კრიტიკულ ზღვარზე ჩამოვიდა, შეხედეთ უკრაინელ ლტოლვილებს და ა.შ. შესაძლოა თქვენ სწორედ უკრაინული „მშვიდობა“ გხიბლავთ, თქვით, მომავალში გვეცოდინება“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი