დავით ქართველიშვილი: საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იყო მხილებული ან არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 31 იანვარი 2025, 16:07

დონალდ ტრამპის გაცხადებული აუდიტის ჩატარების წარმატებით მიმდინარეობის ფარგლებში, მისი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში - ყველა სახელმწიფოს ხელისუფლება, საქართველოს ჩათვლით, დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ამერიკის ხელისუფლებასთან, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, USAID-ი საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას გაშმაგებული ებრძოდა და ეს მაშინ როცა USAID-ის მხრიდან 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტის მიზნობრიობა უკვე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

„სანამ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ 90 დღე მოითხოვა „პანდორას ყუთის“ გასახსნელად და იმ აუდიტის ჩასატარებლად, რომელმაც მათ შორის წლების განმავლობაში USAID-ის ხაზით ქვეყნიდან გადასახადების გადამხდელთა უამრავი თანხების გადინების მიზნობრიობა უნდა დაადგინოს - ამ საქმეს ჰაკერები შეუდგნენ. სწორედ მათ შეაღწიეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთ-ერთ საიტში, საიდანაც გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია.

არანაირი ინფორმაცია, თუ რას მოხმარდა კონკრეტულად ეს თანხა მოძიებული არაა. წერია მხოლოდ ის, რომ 20 მილიონზე მეტი "სამართლის უზენაესობას" მოხმარდა, 6 მილიონი დოლარი "მედიის გაძლიერებას", "სამოქალაქო განათლებას" კი 3 მილიონ დოლარზე მეტი. უცნობია, რა კონკრეტულ აქტივობებში დაიხარჯა ეს თანხები და რამდენად მოემსახურა საჯაროდ გაცხადებულ მიზანს. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იყო მხილებული ან არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში.

2014 წლიდან დაწყებული USAID-ის ხაზით უამრავი თანხები გატარდა უკრაინის "ენჯეო" სექტორის, "დემოკრატიული რეფორმების გატარებასა" და "კორუფციასთან ბრძოლის" დეკლარირებული მიზნით. მიუხედავად "ამისთვის" დახარჯული მილიონებისა, 2020 წლის სექტემბერში "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით" ნაკისრი ვალდებულებების შემოწმების მიზნით კიევში ჩასულმა ექს-ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ არანაირი "დემოკრატიული" თუ "ანტიკორუფციული" რეფორმა უკრაინაში არ ჩატარებულა. გამოდის, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი მილიონები სულ სხვა მიზნებისთვის "შეიჭამა".

უამრავი თანხა დაიხარჯა USAID-ის ხაზით 2014-2017 წ.წ. ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის და ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების წახალისების მიზნით შემოდიოდა გრანტების ძირითადი ნაწილი. "დემოკრატიული აქტივისტების" მხარდაჭერის მიზნით შედიოდა ჰონგ-კონგში 2019-2020 წ.წ. სოლიდური თანხები ასევე USAID-ის ხაზით. დაუფარავად მოქმედებდა USAID-ის ფინანსური ჩარევის "მანქანა" 2020 წელს ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისას, როდესაც მათი მხრიდან ღიად იყო გაცხადებული "სამოქალაქო საზოგადოებისა" და " დამოუკიდებელი მედიის" ფინანსური მხარდაჭერა. იმავე პროცესებს ჰქონდა ადგილი კუბასა და ნიკარაგუაში.

დონალდ ტრამპის გაცხადებული აუდიტის ჩატარების წარმატებით მიმდინარეობის ფარგლებში, მისი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში - ყველა ჩამოთვლილი სახელმწიფოს ხელისუფლება, საქართველოს ჩათვლით, დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ამერიკის ხელისუფლებასთან. მათ შორის, სწორედ იმ "გამჭვირვალობის კანონის" ფარგლებში, რომლის მიღების წინააღმდეგ USAID-ის არამიზნობრივი დაფინანსების წამქეზებელი და წყარო, ბაიდენის ადმინისტრაციის სახით - ასე გაშმაგებულად გვებრძოდა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი