ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 18 იანვარი 2025, 04:02


ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

პარიზელებმა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაუხადეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„აქ ყოფნა ოცნებაა. ბევრი დადებითი რამ მსმენია „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ. უზომოდ ვამაყობ იმით, რომ ამ დიდებულ კლუბს შევუერთდი და მოუთმენლად ველი ჩემი ახალი მაისურის ჩაცმას“, - აღნიშნა ხვიჩა კვარტაცხელიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი