დავით ჩიხელიძე: საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოვლენებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა არის! ახლა ოპოზიცია კუთხეში მიმწყვდეულ მხეცს ჰგავს, რომელიც ბოლო გაბრძოლებას ცდილობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 14 იანვარი 2025, 16:05

მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის დაანონსების შემდეგ ოპოზიცია არაადეკვატური გახდა, რაც დამნაშავის სინდრომით აიხსნება, "კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგად იცის საკუთარი წარსულის შესახებ, იცის რომ ფაქტებით დასტურდება მათი დანაშაულები და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე სასჯელს თავი აარიდონ! - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოვლენებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა არის. მისივე თქმით, ახლა ოპოზიცია კუთხეში მიმწყვდეულ მხეცს ჰგავს, რომელიც ბოლო გაბრძოლებას ცდილობს.

„ბოლო დღეებში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან განხორციელებულმა პროვოკაციების რაოდენობამ მოიმატა, ფორმები კი ადრინდელთან შედარებით კიდევ უფრო ბინძური გახდა. მათ პროვოკაციების საკმაოდ მრავალფერადი არჩევანი აქვთ, იქნება ეს საჭმელში ჩაფურთხება (მადლობა გვარამიას, რომ ღვინოში ჩაფსმის შემდეგ, საჭმელში ჩაფსმით არ გვემუქრება) ქუჩაში/კვების ობიექტში მივარდნა, თავდასხმები თუ სხვა. კარგად გაიხსენეთ როდის შემდეგ გააქტიურდა ოპოზიცია? საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნის შემდეგ.

მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის დაანონსების შემდეგ ოპოზიცია არაადეკვატური გახდა, რაც დამნაშავის სინდრომით აიხსნება, კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის საკუთარი წარსულის შესახებ, იცის რომ ფაქტებით დასტურდება მათი დანაშაულები და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე სასჯელს თავი აარიდონ! მეგობრებო ეს ამბავი არ გამოვა, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს, სახელმწიფოს სხვა გზას არ უტოვებთ! სახელმწიფოს განვითარება სურს, თქვენ კი მუდამ სახელმწიფოს არყევთ რაც მის სწრაფ განვითარებას საფრთხეს უქმნის და ამუხრუჭებს! საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოვლენებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა არის! ახლა ოპოზიცია კუთხეში მიმწყვდეულ მხეცს ჰგავს, რომელიც ბოლო გაბრძოლებას ცდილობს!" - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი