შალვა პაპუაშვილი ტრამპის სასამართლოს საქმეზე: ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 11 იანვარი 2025, 15:48

საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საქმეს, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, გვარამიას საქმეში, რა დროსაც ამერიკის ელჩმა მოსამართლეს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, ამერიკულისგან განსხვავებით, ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა.

„აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება - რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება“.

საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საქმეს, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ამ დროს რთულია, არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა-განმარტება, შემდეგ კი ის საელჩოს პროგრამებიდან დაბლოკა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი, ელჩისთვის არმოსაწონი განაჩენის გამო. შეხსენებისთვის, ეს ის განაჩენია, რომელიც გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა და სტრასბურგმა განსახილველადაც კი არ მიიღო, იმდენად აშკარა იყო (ამ შემთხვევაში, ამერიკულისგან განსხვავებით), რომ ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა.

რატომ სჭირდებოდათ ზოგიერთებს გვარამიას დახსნა სამართლიანი სასჯელისგან, მგონი კარგად გამოჩნდა, რუსთაველის გამზირზე, მაშხალებით და მოლოტოვის კოქტეილებით დადგმული ომის იმიტაციაში და მის ოფისებში აღმოჩენილი ასაფეთქებლების მარაგებით, რომლითაც ასე იწონებდა თავს ელენე ხოშტარია“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი