ლევან ქისტაური: სასიამოვნოა რომ სსფ და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს წარმატებას აღიარებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1166 29 ოქტომბერი 2019, 16:14
საბიუჯეტო და ფისკალურ სფეროში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და შედეგებიც სახეზეა - ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი ლევან ქისტაური სსფ-ს ანგარიშს, რომლის მიხედვით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში 2003 წლის შემდგომ საგადასახადო და ფისკალური კუთხით განხორციელებულ რეფორმებს წარმატების მაგალითს უწოდებს. მისი თქმით, ყველას გვახსოვს, რომ მუდმივად იყო საუბარი პრობლემებზე ბიუჯეტის შემოსავლების კუთხის, საბიუჯეტო ასიგნებების კუთხით, ბიუჯეტის სეკვესტრი კი ,,ტრადიციად“ იყო ქცეული. იგეგმებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი და წინასწარვე იყო ცნობილი რომ საბიუჯეტო წელი სეკვესტრით დამთავრდებოდა.

„ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, საბიუჯეტო დისციპლისნის განმტკიცების, საგადასახადო-საბაჟო სფეროს მოწესრიგების და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით.
შედეგი სახეზეა და სასიამოვნოა რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ამას აღიარებენ. „ფისკალური რეფორმების გაკვეთილები საქართველოში“ სხვა განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნებისათვის შეიძლება ითქვას ქრესტომათიულ სახელმძღვანელოს სახეს ატარებს“-განაცხადა ლევან ქისტაურმა.

მისი თქმით, აუცილებელია რეფორმები უნდა გაგრძელდეს, ეს მუდმივი და უწყვეტი პროცესია. „დღეს კი ვართ ლიდერები ამ მიმართულებით, მაგრამ გაჩერება უკან სვლის ტოლფასი იქნება. კიდევ არის ბევრი სამუშაო საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების გამარტივების კუთხით, პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით, სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით, მუნიციპალური ბიუჯეტების დაგეგმის და აღსრულების კუთხით, ანალიზის და პროგნოზის გაუმჯობესების მიმართულებით და ა.შ_“-აღნიშნა ქისტაურმა .

შეგახსენებთ, რომ სსფ-ს ანგარიშში, რომელიც ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონს ეხება, “ქეის სთადის” სახით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები წარმატებულად არის შეფასებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი