გიორგი გამსახურდია ზურაბიშვილზე: პუტჩის დროს ხომ პუტჩისტებს აქებდა თავისი შვილის ნათლია, შემდგომში ქმარ, ჯანრი კაშიასთან ერთად და პრეზიდენტის სავარძელი რომ მოირგო, მამალი პუტჩისტები, დათო თევზაძე და აკია ბარბაქაძე დაიყენა გვერდში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 30 დეკემბერი 2024, 00:11

პუტჩის დროს ხომ პუტჩისტებს აქებდა და ადიდებდა, თავისი შვილის ნათლია, შემდგომში ქმარ, ჯანრი კაშიასთან ერთად, მერეც მყარი კავშირი ჰქონდა მათთან და პრეზიდენტის სავარძელი რომ მოირგო, 2 შარაგზის ყაჩაღი, მამალი პუტჩისტები, დათო თევზაძე და გარეწარი აკია ბარბაქაძე დაიყენა გვერდში, - წერს გიორგი გამსახურდია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ.

გამსახურდიას მაგალითად მოჰყავს გენერალ თამაზ დუმბაძის წიგნიდან ამონარიდები, სადაც აღწერილია სამოქალაქო ომის მიმდინარეობა და საბრძოლო ეპიზოდებში, სხვა პირებთან ერთად, სწორედ დავით თევზაძის და აკია ბარბაქაძის მონაწილეობა.

„პუტჩის დროს, ხომ პუტჩისტებს აქებდა და ადიდებდა, თავისი შვილის ნათლია, შემდგომში ქმარ, ჯანრი კაშიასთან ერთად, მერეც მყარი კავშირი ჰქონდა მათთან და პრეზიდენტის სავარძელი რომ მოირგო, 2 შარაგზის ყაჩაღი, მამალი პუტჩისტები, დათო თევზაძე და გარეწარი აკია ბარბაქაძე დაიყენა გვერდში. აგერ გთავაზობთ სულში ღორმისაკვდომი თამაზ დუმბაძის წიგნიდან ამონარიდს, სადაც ბევრი რამ უწერია ამ ნახირზე.

თამაზ დუმბაძის წიგნი
"თქვენ გასაგონად ბიჭებო"
რამდენიმე ამონარიდი წიგნიდან:

"ერთ დღეს ზურაბ ნაირაშვილმა განზე გამიხმო: საინტერესო ჩანაფიქრი და გეგმა მაქვს, მინდა წამომყვე, რომ ყველაფერი თვალნათლივ გაჩვენო და ზოგი რამ აგიხსნაო. მანქანებში ჩავსხედით და ვაკის მიდამოებში ავედით. ავტომობილით ცოტათი გავუყევით ვერის უბნის მხარეს. გავჩერდით ქუჩაში, სადაც გზა გამსახურდიას "კოლხური კოშკისკენ" მიდის. ნაირაშვილს ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი ზვიად გამსახურდიას ყოველდღიური მარშრუტი. ზუსტად, თითქმის წამების გათვლით ჰქონდა დგენილი დრო. საკმაოდ დაწვრილებით ჰქონდა შედგენილი სქემაც. იგი ქუჩის განაპირას, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭასთან მივიდა, სარქველი ახადა და მანიშნა, მომყევიო. ჩავედით ზვიადის სახლთან მდებარე ჭაში, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი, ახლომახლო მოძრავი ტრანსპორტი, ცალკეული ადამიანები და საერთოდ, ბრწყინვალე ხედვის არე იყო. ჩვენ ვერავინ გვამჩნევდა, ისე უმნიშვნელოდ და მოფარებულად იყო ეს ჭა.

-წარმოიდგინე თამაზ, აქედან რომ ერთი რიგიანად გავუშვა, როგორ ავაფრენ იმ შენს პრეზიდენტს, თავისი სისულელეებით. ეს თქვა რუსულად, რადგან დიდხანს მსახურობდა საბჭოთა არმიაში და ამ ენაზე აზროვნებდა, სათქმელსაც ასე უფრო კარგად აყალიბებდა."
(გვერდი: 125)

"წამოვედით. ყოველ შემთხვევაში, ერთი კონკრეტული ვარიანტი უკვე იყო შემუშავებული, უკიდურესი შემთხვევისათვის."
(გვერდი: 126)

"მოსკოვის გზაზე ჯგუფები და პიროვნებები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანს მე და კახა გველესიანი მივყვებოდით ხოლმე. ისინი ესაუბრებოდნენ და ეთათბირებოდნენ ხოლმე ედუარდ შევარდნაძეს."
(გვერდი: 129)

"სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანით (საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა БМП-1 აღჭურვილია გლუვლულიანი 73 მილიმეტრიანი კალიბრის ქვემეხით 2А28"Гром", 7,62 მილიმეტრიანი კალიბრის კალაშნიკოვის სატანკო ტყვიამფრქვევითა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით 9М14М"Малютка". ეს სამი БМП-1 მათ მიიღეს წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 171-ე გვარდიული საოლქო სასწავლო ცენტრიდან) შევარდით მთავრობის სახლის ეზოში და პანიკა დავთესეთ, მანქანებში იყვნენ პაატა დათუაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე და გია გულუა."

"სასწრაფოდ ჩამოვიდნენ გია ყარყარაშვილი და დევი ჭანკვეტაძე. ბრძოლის ხელმძღვანელობა გიას დაევალა. დევიმ ზარბაზანი
(100 მილიმეტრიანი კალიბრის საზენიტო ქვემეხი КС-19, შეიარაღებაში ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ გვარდიას) სასტუმროს ("თბილისი") წინ დადგა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე."
(გვერდი: 133)

"მაშინ ძალიან ბევრს ვშრომობდით, ჯემალ ჭუმბურიძე, მე, გია ყარყარაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე, აკია ბარბაქაძე, პაატა დათუაშვილი, დევი ჭანკვეტაძე, გელა გიორგაძე, გია გულუა."

"ერთხანს გაკვირვება გამიწვია იმან, რომ გია უჩავა, თავგამოდებული გვარდიელი, ზვიად გამსახურდიას ბანაკში გადაბარგდა."
"მაშინ არავინ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ის ჩემი სპეციალური დავალებით წავიდა. ასე ვთქვათ, თავისებური მზვერავი იყო. შეძლებისამებრ მაწვდიდა ინფორმაციას ზვიადის ბანაკში არსებული მდგომარეობის შესახებ."
(გვერდი: 134)

"ტყვია-წამლით უხვად გვამარაგებდნენ რუსეთის ჯარის წარმომადგენლები (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი პატრიკეევი)"
(გვერდი: 135)

"ახალი წლის ღამე თენგიზ კიტოვანმა და თენგიზ სიგუამ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დაჯგუფებაში (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სუფიან ბეპაევი) გაატარეს...
ორი-სამი დღე დარჩნენ."
(გვერდი: 150)

"გენერალ-ლეიტენანტი ლევან შარაშენიძე ძირითადი მეკავშირის როლს ასრულებდა რუსებთან (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დაზვერვის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიქტორ ივანენკოვი) ურთიერთობისას, განსაკუთრებით იარაღის მოწოდების დროს."
(გვერდი: 152)

"დავით თევზაძე... მეორე დღისთვის დავიბარე (თბილისის ზღვაზე გასვლის შემდეგ). მივეცი იარაღი და მან ჩამოაყალიბა შეიარაღებული რაზმი "გორდა".

"თბილისის სისხლიანი მოვლენების დროს "გორდა" და მათი თანამებრძოლები სასტუმრო "ივერიაში" იდგნენ."
(გვერდი: 195)." - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: არასამთავრობოების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა - სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ისინი ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ
ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!
შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
არქივი