დიმიტრი ხუნდაძე: აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი - საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 28 დეკემბერი 2024, 10:53
დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ პატიობენ, - წერს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქიცირება არის სამშობლოს სიყვარულისთვის პოლიტიკური დევნა.

„აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი - საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური.
დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ პატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს!

როგორც ჩანს „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენსა და საქართველოს ისტორიას, რომელსაც წარსულში ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და მისი ასაკი სამიათას წელს ითვლის!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
გიორგი გამსახურდია ზურაბიშვილს: გაჩუმდი მაინც შე შვილის ნათლიაზე გათხოვილო უზნეო არსებავ!
ვიქტორ ორბანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
არქივი