ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 26 დეკემბერი 2024, 12:04

ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების კი არა, ეროვნული ღირსების საქმეა. როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

მისივე თქმით, გამოდის რომ ევროპამ უნდა თქვას თუ ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი და არა საქართველოს მოსახლეობამ და კანონმდებლობამ.

„ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების კი არა, ეროვნული ღირსების საქმეა, როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს, თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ეს უკვე მეტისმეტია. ე.ი. რა გამოდის, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება შენი ქვეყნის პრეზიდენტი და არა საქართველოს მოსახლეობამ და ქართულმა კანონმდებლობამ, ამას კი ხბოს აღტყინებით ღიმილით ეგებება უსამშობლოთა დეგრადირებული ჯგუფები. საბედნიეროდ, ასეთი ხალხი ცოტაა საქართველოში, იმდენად ცოტა, რომ მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე თუ მიდიან საღამოობით, ვითომდა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, კარლ ბილდტის განცხადების შემდეგ კი წესით სულ სხვაგან უნდა იკრიბებოდნენ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი