ნინო ფოჩხუა: IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 24 დეკემბერი 2024, 19:54

IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ. თუ გავიხსენებთ წარსულში მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მათი პროგნოზები 10%-ით სცდებოდა არჩევნების შედეგებს. ფაქტობრივად მათი კვლევა უფრო იყო სურვილი სასურველი პარტიის სასარგებლოდ, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა ისეთი ორგანიზაციის დასკვნას, როგორიც არის ეუთო/ოდირი, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციაა, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და სწორედ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტურ ნდობას იმსახურებს.

“IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ. თუ გავიხსენებთ წარსულში მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მათი პროგნოზები 10%-ით სცდებოდა არჩევნების შედეგებს. ფაქტობრივად მათი კვლევა უფრო იყო სურვილი სასურველი პარტიის სასარგებლოდ. ახლაც, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, იმდენად აცდენილია რეალობას მათი დასკვნა, რომ განხილვადაც არ ღირს. ჩვენი ხელისუფლება ეყრდნობა ისეთი ორგანიზაციის დასკვნას, როგორიც არის ეუთო/ოდირი, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციაა, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და სწორედ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტურ ნდობას იმსახურებს. იმდენად ობიექტური იყო დასკვნა, რომ მიკერძოებულმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამაც ვერ აუარა გვერდი და ვერ შეცვალა. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არჩევნები შედგა და ვერავინ დააიგნორებს ეუთო/ოდირის დასკვნას, ყველა სხვა დასკვნა მიკერძოებული და არასერიოზულია,” - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი